"ლეიკერსის" ქამბექი არ შედგა - კალიფორნიელები დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ნიუ იორკ ნიქსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 106:100 დაამარცხა. შეხვედრის მიმდინარეობისას მასპინძლები მეტოქეს 25 ქულით გაექცნენ, თუმცა სტუმრებმა მე-3 მეოთხედში უესტბრუქის მშვენიერი თამაშის წყალობით ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ. რაც შეეხება სტატისტიკას:

"ნიუ იორკის" რიგებიდან საუკეთესო ევან ფურნიე გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულით, 4 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

კალიფორნიელების მხრიდან რასელ უესტბრუქმა გუნდს 31 ქულა, 13 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "ნიქსი" 10 მოგებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში
მე-6 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 27 ნოემბერს "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ლეიკერსი" 9 გამარჯვებითა და 10 მარცხით დასავლეთში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ ტურში კი "ინდიანა პეისერსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული