მატჩი და რა მატჩი! 3 ოვერტაიმი და სუპერშედეგიანი შეხვედრა ლოს ანჯელესში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "საკრამენტო კინგსს" უმასპინძლა, 3 ოვერტაიმიან შეხვედრაში სტუმრებმა 141:137 იმარჯვეს.

ძირითადი დრო 100:100 დასრულდა, დამატებით დროში კი როგორც მოგახსენებეთ, "კინგსმა" იმარჯვა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო რასელ უესტბრუქი გახლდათ, რომელმაც თავი 29 ქულით, 10 მოხსნით, 11 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

ლებრონ ჯეიმსმა 30 ქულა, 7 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

შესანიშნავი გახლდათ ენტონი დევისი, რომელმაც აქტივში 23 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 4 დაფარება ჩაიწერა.

"საკრამენტოს" მხრიდან დეარონ
ფოქსმა გუნდს 34 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ბადი ჰილდმა 25 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 10 მოგებითა და 11 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 29 ნოემბერს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, ბოლოს ამ გუნდების დაპირისპირება დიდი დაძაბულობით წარიმართა.

"საკრამენტო" 8 გამარჯვებითა და 12 წაგებით იმავე დასავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი ასევე 29 ნოემბერს, "მემფის გრიზლის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული