რეკორდული მატჩი! "მემფისმა" "ოკლაჰომას" 73-ქულიანი სხვაობით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მემფის გრიზლმა" "ოკლაჰომა სითი თანდერს" უმასპინძლა და რეკორდული, 73-ქულიანი სხვაობით, 152:79 დაამარცხა. NBA-ს ისტორიაში ამხელა სხვაობით გუნდმა პირველად იმარჯვა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი გახლდათ, რომელმაც თავი 27 ქულით, 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა. ზოგადად კი, "გრიზლის" 9 კალათბურთელმა დააგროვა, როგორც მინიმუმ, 10 ქულა.

"თანდერის" მხრიდან კი ლუგენტს დორტმა 15 ქულა, 1 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

ამრიგად, "მემფისი" 12 გამარჯვებითა და 10 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5
ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 5 დეკემბერს, "დალას მავერიკსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ოკლაჰომა" 6 მოგებითა და 16 წაგებით იმავე დასავლეთში მე-13 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 7 დეკემბერს, "დეტროიტ პისტონსის" პირისპირ ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული