კამერუნელი ვარსკვლავის შესანიშნავი მატჩი და "ჩიკაგოს" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"ჩიკაგო ბულსმა" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა და 109:97 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ზაკ ლავინი გახლდათ, რომელმაც თავი 32 ქულით, 3 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ლონზო ბოლმა და ნიკოლა ვუჩევიჩმა თანაბარი, 20-20 ქულა და 10-10 მოხსნა მიითვალეს. ამავდროულად, ლონზოს 4 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება ჰქონდა.

რაც შეეხება "დენვერს", ნიკოლა იოკიჩმა გუნდს 17 ქულა, 12 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა
და 2 ჩაჭრა შესძინა, ლეგენდარულ ლარი ბერდს კარიერაში მოგროვებული სამმაგი დუბლის რაოდენობით გადაასწრო და მე-8 ადგილზე გადავიდა (იოკიჩი 60, ბერდი 59).

ამრიგად, "ჩიკაგო" 17 გამარჯვებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 9 დეკემბერს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნაგეტსი" 11 მოგებითა და 12 წაგებით დასავლეთში მე-8 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ მატჩს იმავე 9 დეკემბერს, "ნიუ ორლეანს პელიკანსის" პირისპირ გამართავს.

"ფილადელფია" "შარლოტ ჰორნეტსს" ესტუმრა და 127:124 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან კელი უბრე ჯუნიორმა თავი 35 ქულით, 5 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 4 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

მაილის ბრიჯისმა გუნდს 16 ქულა, 6 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შესძინა.

რაც შეეხება "ფილადელფიას", კამერუნელმა ვარსკვლავმა ჯოელ ემბიდმა 43 ქულა, 15 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ასე და ამგვარად, ჰორნეტსი" 14 გამარჯვებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "ფილა" 13 მოგებითა და 11 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-7 პოზიციას იკავებს.

ეს გუნდები 9 დეკემბერს ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული