ლებრონმა ანტირეკორდი და რეკორდი ერთსა და იმავე მატჩში დაამყარა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა, ლებრონ ჯეიმსმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ანტი რეკორდი და ახალი რეკორდი დაამყარა.

დღეს კალიფორნიელებს "ბრუკლინ ნეტსი" ესტუმრა და 122:115 დაამარცხა, ეს წაგება კი "ლეიკერსისთვის" რიგით მეხუთე გახლდათ, ლებრონს კარიერაში ასეთი შედეგი არ ჰქონია (მიუხედავად მშვენიერი სტატისტიკისა - 39 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა).

გამარჯვებულთა მხრიდან ჯეიმს ჰარდენი და პატი მილსი გამოირჩნენ, რომლებმაც ჯამში 70 ქულა (36 ჰარდენი, 34 მილსი) დააგროვეს.

რაც შეეხება რეკორდს, საშობაო თამაშებში აქამდე ყველაზე მეტი ქულა ლეგენდარულ კობი ბრაინტს (395) ჰქონდა, დღევანდელი
39 ქულის შემდეგ კი ლებრონმი 422 ქულით 1-ელ ადგილზე გადავიდა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

altსაშობაო საღამო და დიდებული შეხვედრები დასავლეთში [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული