ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კარგ ფორმაში მყოფი "მემფის გრიზლი" (ზედიზედ 5 მოგებით ჩავიდა კლივლენდში) "კავალიერსს" ესტუმრა და 110:106 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან ჯა მორანტმა მორიგი კარგი შეხვედრა გამართა. "საუკეთესო ახალგაზრდამ" თავი 26 ქულით, 5 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
ჯას მხარი ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა აუბა, რომელმაც 22 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც ჩაჭრა მიითვალა.
რაც შეეხება "კავალიერსს", დარიუს გარლანდმა გუნდს 27 ქულა, 4 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ჯერეტ ალენმა აქტივში 22 ქულა,
12 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება ჩაიწერა.
ამრიგად, "გრიზლი" 25 მოგებითა და 14 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 7 იანვარს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს.
თავის მხრივ, "კლივლენდი" 21 გამარჯვებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთში მე-6 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს კი 8 იანვარს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" პირისპირ ჩაატარებს.