ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"მილუოკი ბაქსი" "ბრუკლინ ნეტსს" ესტუმრა და 121:109 დაამარცხა.
"ბაქსის" მწვრთნელი სანდრო მამუკელაშვილს ენდობა და სოლიდური დროითაც ტვირთავს. სუპერვარსკვლავების წინააღმდეგ ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა (2/4), ამდენივე მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მიუხედავად არც თუ ისე შთამბეჭდავი სტატისტიკური მონაგარისა მართლაც, რომ კარგია ასეთი დონის წინაარმდეგ დიდი დროით ასპარეზობა.
საუკეთესო იანის ანტეტოკუმპო გახლდათ, რომელმაც თავი 31 ქულით, 7 მოხსნითა და 9 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
"ბრუკლინის" მხრიდან კევინ დურანტმა გუნდს 2
9 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა.
ჯეიმს ჰარდენმა აქტივში 16 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.
ამრიგად, "ბაქსი" 16 გამარჯვებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 9 იანვარს, "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ნეტსი" 24 მოგებითა და 13 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-2 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი ასევე 9 იანვარს, "სან ანტონიო სპურსის" პირისპირ გამართავს.
"ოკლაჰომა სითი თანდერმა" "მინესოტა ტიმბერვულვზს" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 135:105 დასრულდა.
"მინესოტას" შემადგენლობიდან დიანჯელო რასელმა ბრწყინვალე შეხვედრა გამართა. 25 წლის სპორტსმენმა 27 ქულა (11/12), 1 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ენტონი ედვარდსმა 24 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.
"თანდერის" მხრიდან ლუგენტს დორტმა გუნდს 18 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "ტიმბერვულვზი" 19 გამარჯვებითა და 20 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 10 იანვარს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ოკლაჰომა" 13 მოგებითა და 25 წაგებით იმავე დასავლეთში მე-14 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი ასევე 10 იანვარს, "დენვერ ნაგეტსის" პირისპირ გამართავს.