"გეტყვით, რომ "ბულზს" 6 შეხვედრაში დავამარცხებდით..." - კარიმ ისტორიაში საუკეთესო გუნდს შეუტია

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორსის" ლიდერმა სტეფ კარიმ GQ-სთან ინტერვიუში გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთმა მაყურებელმა 2-გზის საუკეთესო კალათბურთელს ჰკითხა, შეძლებდა თუ არა "ოქროსშტატელების" 2017 წლის გუნდი 1996 წლის ლეგენდარული "ჩიკაგოს" დამარცხებას.

"რა თქმა უნდა, პასუხი არ ვიცით, თუმცა ფურცელზე თუ გვარებს შევადარებთ, სხვანაირად დავფიქრდებით. მომწონს ჩვენი შანსები. გეტყვით, რომ "ბულზს" 6 შეხვედრაში დავამარცხებდით" - განაცხადა კარიმ.

შეგახსენებთ, ამ გუნდის შემადგენლობაში ზაზა ფაჩულიაც გამოდიოდა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ ვიცი და ნურც ვისპორებთ ვინ ვის დაამარცხებდა, მარა ჩვენ მართლა უნდა ვიამაყოთ ზაზათი ასეთი გუნდის წევრი რომ იყო. ეს გუნდი უკვე ოქროს ასოებით ჩაიწერა NBA-ს ისტორიაში. ბრავო კაპიტანო და მადლობა შენ!!
G.LA
17:13 11-01-2022
1
ტიპები რომ ზაზა ფაჩულიას გინება დაუწყეს კომენტარებში ნაკრების ბოლო თამაშებში. ფაჩულია რა გუნდის ხუთეულშიც თამაშობდა, ის ხუთეული აღარ განმეორდება, ეს უნიკალური გუნდი იყო, ნებისმიერ მეტოქეს მიწასთან ასწორებდა, აი ეს ხუთეული: დრეიმონდ გრინი, სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი, ზაზა ფაჩულია!!! იამაყეთ. ეს ნამდვილად საამაყოა.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული