დერიკ როუზმა 2012 წელს "ადიდასთან" კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, ამჟამად "ნიუ იორკ ნიქსის" გამთამაშებელი მაშინ "ჩიკაგო ბულზში" გამოდიოდა (2011 წელს ლიგის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა).
კონტრაქტის პირობების თანახმად, დერიკი 14 წლის განმავლობაში (2026 წლამდე) ჯამში 185 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს, ეყოლება 6.25 მილიონად შეფასებული კერძო თვითმფრინავი.
ამის გარდა, ხელშეკრულებაში უცნაურ პუნქტს შეხვდებით: "ადიდასი" როუზის უფროს ძმას 250 000-350 000, ხოლო სპორტმენის საუკეთესო მეგობარს 50 000-75 000 ამერიკულ დოლარს უხდის.
რა თქმა უნდა, პოპულარული ბრენდები ვარსკვლავებს მეგაკონტრაქტებს სთავაზობენ (როუზსაც), თუმცა კალათბურთელის მხრიდან მსგავსი
არჩევანი უცნაური და დასაფასებელია.
მომზადებულია fadeawayworld-ის მიხედვით