ბითაძემ ლიგის გამორჩეულ გუნდთან კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალთბურთო ასოციაციაში "ფინიქს სანსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 113:103 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობიდან გოგა ბითაძე სოლიდური, 35 წუთით დაიტვირთა და თავი 16 ქულით (6/14), 11 მოხსნით (4 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. ლიდერების არ ყოფნაში ქართელმა ცენტრმა რიკ კარლაილს (მწვრთნელს) დაანახა, რომ გაცილებით დიდ დროსა და ნდობას იმასხურებს.

ლენს სტივენსონმა გუნდს 17 ქულა (7/9), 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

"ფინიქსის" მხრიდან კრის პოლმა 18 ქულა (8/11), 4 მოხსნა, 16 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა
მიითვალა.

ბისმაკ ბიომბომ აქტივში 21 ქულა, 13 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.

ამრიგად, "ინდიანა" 17 მოგებითა და 30 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 25 იანვარს, "ნიუ ორლეანს პელიკანსის" წინააღმდეგ გამართავს.

"სანსი" 36 გამარჯვებითა და 9 წაგებით ლიგაში საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, შემდეგ მატჩს კი იმავე 25 იანვარს, "იუტა ჯაზის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ შეიძლება გოგას ვიდეომომენტები ცალკე გვაჩვენოთ::))
სოსო
00:19 24-01-2022
0
რიკ კარლაილს (მწვრთნელს) დაანახა? ეუჰჰჰ
ohoh
00:18 24-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული