გოგა საუკეთესო ფორმაშია და გუნდსაც ლიდერობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "შარლოტ ჰორნეტსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 158:126 დაამარცხა.

სტუმართა რიგებიდან საუკეთესო გოგა ბითაძე გახლდათ. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 19 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა (8/12), 6 მოხსნა (6-ივე მეტოქის ფარზე) და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სამწუხაროდ, რომ არა "პეისერსის" მეტოქესთან ამხელა ჩამორჩენა, გოგა ბევრად მეტ სათამაშო დროს მიიღებდა და უკეთეს სტატისტიკურ მონაგარსაც დააგროვებდა.

კარგი შეხვედრა გამართა ლენს სტივენსონმაც, რომელმაც აქტივში 14 ქულა, 6 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

"ჰორნეტსის" შემადგენლობიდან კელი უბრემ 39 ქულა (10/1
5 სამქულიანი), 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ლამელო ბოლმა გუნდს 29 ქულა, 10 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ინდიანა" 17 მოგებითა და 32 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს.

"შარლოტი" 27 გამარჯვებითა და 22 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-7 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს კი 29 იანვარს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" პირისპირ ჩაატარებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარია კარგ სტატისტიკას რომ დებს, მაგრამ ამ გუნდმა ხო ვერა და ვერ მოიგო. მოგებულ თამაშში ბევრად უფრო დაუფასდება გოგას მიღწეული შედეგი და სკეპტიკოსებს გააჩუმებს ერთხელ და სამუდამოდ.
ფეოლა
14:53 27-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული