უესტბრუქის ბრწყინვალე თამაშმა "ლეიკერსს" არ უშველა, კარმელოს ისტორიული საღამო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "შარლოტ ჰორნეტსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 117:114 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან მაილის ბრიჯისმა 26 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

"ლეიკერსის" შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის არყოფნაში, რასელ უესტბრუქმა გუნდს 35 ქულა, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

კარმელო ენტონიმ თავი 19 ქულით, 5 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა. 37 წლის კალათბურთელი ამ შეხვედრის შემდეგ ლიგის ისტორიაში მე-9 კალათბურთელი გახდა, რომელმაც 28 000 ქულიან
ზღვარს მიაღწია (ზუსტად 28 000 აქვს ამ მომენტში კარმელოს).

ამრიგად, "ჰორნეტსი" 28 მოგებითა და 22 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას ხვალ, 30 იანვარს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს.

კალიფორნიელები 24 გამარჯვებითა და 26 მარცხით დასავლეთში მე-9 ადგილს იკავებენ, შემდეგ მატჩს კი ასევე 30 იანვარს, "ატლანტა ჰაუქსის" პირისპირ ჩაატარებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული