ლეგენდარულმა კალათბურთელმა და NBA-ს ექსპერტმა შაკილ ო'ნილმა "ჰიუსტონ როკეტსის" 19 წლის ჯეილინ გრინში უდიდესი პოტენციალი დაინახა.
"შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, თუმცა ამას მაინც ვიტყვით. როდესაც კალათბურთის თამაშს კარგად ისწავლის, ნამდვილი ვარსკვლავი გახდება. რა თქმა უნდა, ის ნიჭიერია და უამრავი რამ კარგად გამოსდის, თუმცა ყოველი თამაშის შემდეგ პროგრესს როდესაც დაიწყებს, სხვა დონეზე გადავა. ჯერ სწრაფი გარღვევები და მრისხანე ჩატენვები აქვს. ერთ დღეს ის სუპერვარსკვლავი გახდება", - განაცხადა შაკილმა.
შეგახსენებთ, ჯეილინი 2022 წლის ჩატენვების კონკურსში მონაწილეობას მიიღებს.
მომზადებულია championat-ის მიხედვით