ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" უმასპინძლა და 99:94 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ, რომელმაც თავი 30 ქულით, 15 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.
კარმელო ენტონიმ გუნდს 24 ქულა (5/6 სამქულიანი), 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება შესძინა.
"პორტლენდის" შემადგენლობიდან ნორმან პაუელმა 30 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება დააგროვა.
ამრიგად, კალიფორნიელები 25 მოგებითა და 27 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებენ, შემდეგ
მატჩს კი ხვალ, 4 თებერვალს, თანაქალაქელ "კლიპერსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.
"ტრეილბლეიზერსი" 21 გამარჯვებითა და 31 მარცხით იმავე დასავლეთში მე-10 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს, "ოკლაჰომას" პირისპირ ჩაატარებს.
"ოკლაჰომა სითი" "დალას მავერიკსს" ესტუმრა და ოვერტაიმში 120:114 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 40 ქულით, 6 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
"თანდერის" შემადგენლობიდან ლუგენტს დორტმა 30, ხოლო ტრე მანმა 29 ქულა დააგროვეს და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარნენ.
"მავერიკსი" 29 მოგებითა და 23 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 5 თებერვალს, "ფილადელფიას" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ოკლაჰომა" 16 გამარჯვებითა და 34 მარცხით იმავე დასავლეთში ბოლოსწინა, მე-15 პოზიციას იკავებს, მომდევნო ტურში (5 იანვარს) კი "პორტლენდს" შეხვდება.