ტრეი იანგის 43 ქულა და "სანსისთვის" დასრულებული გამარჯვებების სერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ატლანტა ჰოუქსმა" ზედიზედ 11 გამარჯვების მქონე "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 124:115 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ტრეი იანგმა 43 ქულა (16/25), 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ჯონ კოლინსმა და კევინ უერტერმა თანაბარი, 19-19 ქულა მიითვალეს.

რაც შეეხება "სანსს", ტრადიციულად დევინ ბუკერი გამოირჩა, რომელმაც თავი 32 ქულით, 3 მოხსნითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

კრის პოლმა გუნდს 18 ქულა, 4 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა შესძინა. აღსანიშნავია 0 დაკარგვაც.

ამრიგად, "ჰოუქსი" 25 მოგებითა და 26 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10
ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ხვალ, 5 თებერვალს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ფინიქსი" 41 გამარჯვებითა და 10 მარცხით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, მომდევნო ტურის შეხვედრას კი 6 თებერვალს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" პირისპირ გამართავს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული