ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსი" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ესტუმრა და 131:116 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 27 ქულა, 5 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ენტონი დევისმა აქტივში 22 ქულა (8/10), 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება ჩაიწერა.
"მილუოკის" მხრიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე რამდენიმე წამი გაატარა.
იანის ანტეტოკუნმპომ თავი 44 ქულით (17/20), 14 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
ჯრუ ჰოლიდეიმ 15 ქულა, 7 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
ამრიგად, "ლეიკერსი" 26 გამარჯვებითა და 29 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს 10 თებერვალს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ბაქსი" 35 მოგებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთში მე-2 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს, "ფინიქს სანსის" პირისპირ გამართავს.