ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"ჩიკაგო ბულზი" "შარლოტ ჰორნეტსს" ესტუმრა და 121:109 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან ლამელო ბოლმა გუნდს 33 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა.
მაილის ბრიჯისმა აქტივში 22 ქულა, 5 მოხნა, 5-იც შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
სტუმართა შემადგენლობიდან დემარ დეროუზანმა თავი 36 ქულით (13/19), 5 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ზაკ ლავინმა 27 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ნიკოლა ვუჩევიჩმა 18 ქულა, 15 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და
3 დაფარება დააგროვა.
ამრიგად, "ჰორნეტსი" 28 მოგებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ჩიკაგო" 34 გამარჯვებითა და 21 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-3 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგი მატჩს კი 12 თებერვალს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" პირისპირ ჩაატარებს.
"პორტლენდ ტრეილბლეიზერსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 107:105 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ანფერნე სიმონსი გახლდათ, რომელმაც თავი 29 ქულითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
იუსუფ ნურკიჩმა აქტივში 19 ქულა, 12 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
კალიფორნიელების შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსმა 30 ქულა, 7 მოხსნა, 7-იც შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა.
ენტონი დევისმა გუნდს 17 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 5 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "პორტლენდი" 22 მოგებითა და 34 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს 13 თებერვალს, "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ლეიკერსი" 26 გამარჯვებითა და 30 მარცხით იმავე დასავლეთში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 13 თებერვალს, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" პირისპირ ჩაატარებს.