ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დალას მავერიკსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და 112:105 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი, 51 ქულა (17/26) დააფიქსირა. სლოვენიელ ვარსკვლავს ამასთან ერთად 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება ჰქონდა.
სტუმართა შემადგენლობიდან მარკუს მორისმა აქტივში 21 ქულა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.
ნორმან პაუელმა გუნდს 19 ქულა, 6 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "მავერიკსი" 33 მოგებითა და 23 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს.
"კლიპერსი" 27 გამარჯვებითა და 30 მარცხით იმავე დასავლეთში მე-8 პოზიციაზე იმყოფება.
ეს გუნდები 13 თებერვალს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.