ჩიკაგოელების ბრწყინვალე თამაში - დეროუზანი სუპერ ფორმაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ჩიკაგო ბულზსმა" "მინესოტა ტიმბერვულვზს" უმასპინძლა და 134:122 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან 4-მა კალათბურთელმა 20 ქულიანი ზღვარის გადალახვა მოახერხა.

საუკეთესო დემარ დეროუზანი გახლდათ, რომელმაც თავი 35 ქულით, 6 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ნიკოლა ვუჩევიჩმა აქტივში 26 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

სტუმართა შემადგენლობიდან ენტონი ედვარდსმა გუნდს 31 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

კარლ ენტონი თაუნსმა 27 ქულა, 8 მოხსნა, 8-ც შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება
დააგროვა.

ამრიგად, "ბულზსი" 35 გამარჯვებითა და 21 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს.

"ტიმბერვულვზი" 29 მოგებითა და 27 მარცხით დასავლეთში მე-7 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს 14 თებერვალს, "ინდიანა პეისერსის" პირისპირ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული