ჩემბერლენისა და ჯორდანის შემდეგ პირველად - დეროუზანი ლეგენდების გვერდით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ჩიკაგო ბულზმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და 120:109 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან დემარ დეროუზანმა 40 ქულა (16/24), 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ამერიკელმა კალათბურთელმა მოახერხა და ზედიზედ 6 თამაშში 35+ ქულა 50%-ზე მაღალი მაჩვენებლით დააგროვა. აქამდე ეს შედეგი მხოლოდ ვილტ ჩემბერლენს ჰქონდა დაფიქსირებული. "ჩიკაგოს" ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა მსგავსი შედეგი (50-ზე ნაკლები პროცენტით) 10 მატჩში (1986 წელს, 1999 წელს - 7) დააფიქსირა, რაც ფრენჩაიზის რეკორდია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დეროუზანი მაიკლის ნიშნულის გაუმჯობესებას შეეცდება. რამდენად
მოახერხებს, რთული სათქმელია.

ნიკოლა ვუჩევიჩმა გუნდს 25 ქულა, 16 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

"სპურსის" მხრიდან დეჟანტე მარიმ თავი 19 ქულით, 6 მოხსნით, 11 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, დემარის ლიდერობით "ბულზს" 37 მოგება და 21 წაგება აქვს, რითაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"სან ანტონიო" 22 გამარჯვებითა და 36 მარცხით დასავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი იმავე 17 თებერვალს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" პირისპირ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული