კარის 16 სამქულიანი - All star-ის მიმოხილვა [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ყველა ვარსკვლავის" ღონისძიება გაიმართა. მაშ ასე, დავიწყოთ:

3-ქულიანის კონკურსში მონაწილეობა დესმონდ ბეინმა ("მემფისი"), სიჯეი მაკალუმმა ("ნიუ ორლეანს პელიკანსი"), ლუკ კენარდმა ("კლიპერსი"), კარლ ენტონი თაუნსმა ("მინესოტა"), ზაკ ლავინმა ("ჩიკაგო"), პატი მილსმა ("ბრუკლინი"), ფრედ ვანვლიტმა ("ტორონტო") და  ტრეი იანგმა ("ატლანტა") მიიღეს. გამარჯვება "მინესოტას" ცენტრმა კარლ ენტონი თაუნსმა მოიპოვა.


ჩატენვების კონკურსში კოულ ენტონი ("ორლანდო"), ჯეილინ გრინი ("ჰიუსტონი"), ობი ტოპინი ("ნიუ იორკ ნიქსი") და ტუსკანო ანდერსონი ("გოლდენ სტეიტ უორიორსი") წარდგნენ. როგორც ყოველთვის, ამ კონკურსის
მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესია, თუმცა ამჯერად ისეთი ვერ გამოვიდა, როგორსაც ველოდით. საბოლოო ჯამში "ნიუ იორკ ნიქსის" კალათბურთელმა გაიმარჯვა.


და ბოლოს, მთავარ ღონისძიებაზე ლებრონ ჯეიმსის გუნდმა კევინ დურანტის გუნდს 163:160 მოუგო.

გამარჯვებულთა მხრიდან სტეფ კარიმ 16 სამქულიანი ჩააგდო (რეკორდი) და "ყველა ვარსკვლავის" მატჩის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდოც არავის დაუთმო, "გოლდენ სტეიტის" ლიდერმა ჯამში 50 ქულა დააგროვა.

იანის ანტეტოკუნმპომ 30 ქულა, 12 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ გუნდს 24 ქულა, 6 მოხსნა და 8 ასისტი შესძინა. აღსანიშნავია მატჩის მომგები 2-ქულიანიც (თამაში 163-მდე იყო).

რაც შეეხება დურანტის გუნდს, "ბრუკლინის" კალათბურთელმა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, მის არყოფნაში კი ჯოელ ემბიდმა 36 ქულა, 10 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

დევინ ბუკერმა თავი 20 ქულით, 5 მოხსნითა და 2 შედეგინი გადაცემით გამოიჩინა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული