ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ყველა ვარსკვლავის" შესვენების შემდეგ პირველი შეხვედრები გაიმართა.
"ჩიკაგო ბულზსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და 112:108 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან დემარ დეროუზანმა თავი 37 ქულით (15/21), 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. ამერიკელი კალათბურთელი უკვე 9 მატჩია მინიმუმ 30 ქულას აგროვებს (რეკორდი), ასევე დემარს 2 30+ ქულიანი შეხვედრა სჭირდება, რათა მაიკლ ჯორდანის მიღწევა დაამხოს (ლეგენდარულმა სპორტსმენმა 1986-87 წლებში ზედიზედ 10-ჯერ დააგროვა მინიმუმ 30 ქულა).
ზაკ ლავინმა აქტივში 20 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
"ჰოუქსის" შემადგენლობიდან ბოგდან ბოგდანოვიჩმა გუნდს 27 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა.
დანილო გალინარიმ 26 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.
ამრიგად, "ჩიკაგო" 38 მოგებითა და 21 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 27 თებერვალს, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ატლანტა" 28 გამარჯვებითა და 30 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-10 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 27 თებერვალს, "ტორონტო რეპტორსის" პირისპირ გამართავს.
სხვა შეხვედრები:
"დეტროიტი" - "კლივლენდი" - 106:103
"ბრუკლინი" - "ბოსტონი" - 106:129
"მინესოტა" - "მემფისი" - 119:114
"ოკლაჰომა" - "ფინიქსი" - 104:124
"პორტლენდი" - "გოლდენ სტეიტი" - 95:132
"საკრამენტო" - "დენვერი" - 110:128