ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" თანაქალაქელ "კლიპერსს" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 105:102 დასრულდა.
მასპინძელთა მხრიდან ლებრონ ჯეიმსმა თავი 21 ქულით, 11 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
რასელ უესტბრუქმა და კარმელო ენტონიმ თანაბარი 18-18 ქულა მიითვალეს.
"კლიპერსის" შემადგენლობიდან საუკეთესო მექულე ტერენს მენი გახდა, რომელმაც გუნდს 19 ქულა, 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "ლეიკერსი" 27 მოგებითა და 31 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს, "ნიუ ორლეანს პელიკანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"კლიპერსი" 30 გამარჯვებითა და 31 მარცხით იმავე დასავლეთში მე-8 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 28 თებერვალს, "ჰიუსტონ როკეტსის" პირისპირ გამართავს.