გაწევ-გამოწევა, ბოლო წამზე მოგებული თამაში - "ფინიქსმა" "ნიუ იორკს" ძლივს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ფინიქს სანსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და 115:114 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო კამერონ ჯონსონი იყო, რომელმაც თავი 38 ქულით (9/12 სამქულიანი), 2 მოხსნითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ 26 წლის კალათბურთელმა მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე შორეული დისტანციიდან 3 ქულიანი ჩააგდო და საკუთარ გუნდს მორიგი გამარჯვება შესძინა, უნდა ითქვას, რომ მე-3 მეოთხედის დასრულებამდე 2:40 წამით ადრე კამერონს ჯულიუს რენდლისთან უთანხმოება მოუვიდა და მოედანზე სიტუაცია დაიძაბა.

კამერონ პეინმა 17 ქულა, 3 მოხსნა, 16 შედეგიანი გადაცემა და 1
ჩაჭრა დააგროვა.

რაც შეეხება "ნიქსს", ჯულიუს რენდლიმ აქტივში 25 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

მიტჩელ რობინსომა გუნდს 17 ქულა (8/8), 15 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "სანსი" 51 მოგებითა და 12 წაგებით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, მომდევნო შეხვედრას 7 მარტს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ნიუ იორკი" 25 გამარჯვებითა და 38 მარცხით აღმოსავლეთში მე-12 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი იმავე 7 მარტს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" პირისპირ გამართავს,
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული