ლებრონ ჯეიმსის ისტორიული შეხვედრა - "გოლდენ სტეიტმა" "მეფე" ვერ გააჩერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 124:116 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 56 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა. ლებრონი გახდა პირველი კალათბურთელი, რომელსაც 50 და მეტ ქულიანი შეხვედრა 21 წლამდეც ჰქონდა და 35 წლის შესრულების შემდეგაც.

კარგი შეხვედრა ჩატარა რასელ უესტბრუქმაც, რომელმაც 20 ქულა, 4 მოხსნა და 4-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"გოლდენ სტეიტის" შემადგენლობიდან სტეფ კარიმ თავი 30 ქულით, 4 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ამრიგად, "ლეიკერსს" 28
მოგება და 35 წაგება აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, შემდეგ მატჩს 8 მარტს, "სან ანტონიო სპურსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"უორიორსი" 43 გამარჯვებითა და 21 მარცხით იმავე დასავლეთში მე-3 პოზიციას იკავებს, მომდევნო ტურში (8 მარტს) "დენვერ ნაგეტსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული