იოკიჩმა ისტორიული შეხვედრა ჩაატარა - დიდებული სტატისტიკური მონაგარი სერბისგან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დენვერ ნაგეტსმა" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" უმასპინძლა და 138:130 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ნიკოლა იოკიჩმა თავი 46 ქულით (16/22), 12 მოხსნით, 11 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 4 დაფარებით გამოიჩინა. სერბი კალათბურთელი გახდა ერთადერთი სპორტსმენი NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ერთ შეხვედრაში მინიმუმ 40 ქულა, 10 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.

აარონ გორდონმა 28 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება "პელიკანსს", ბრენდონ ინგრამმა გუნდს 38 ქულა, 5 მოხსნა,
9 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

სიჯეი მაკალუმმა აქტივში 24 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ამრიგად, "ნაგეტსი" 38 მოგებითა და 26 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს 8 მარტს, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნიუ ორლეანსი" 27 გამარჯვებითა და 37 მარცხით იმავე დასავლეთში მე-10 პოზიციას იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 9 მარტს, "მემფის გრიზლის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მაგარია ეს იოკიჩი, ყველა თამაშს ვუყურებ ჩვენთან და დენვერში ნახევარი გუნდია, მაგრამ იმდენს იტვირთება, სანამ გაუძლებს უტრავმოდ არ ვიცი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული