ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბრუკლინ ნეტსი" "ფილადელფიას" ესტუმრა და 129:100 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან ჯოელ ემბიდმა თავი 27 ქულით, 12 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
"ნეტსის" შემადგენლობიდან კევინ დურანტმა გუნდს 25 ქულა, 14 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
სეტ კარიმ 24 ქულა, 1 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 5 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
ამრიგად, "ფილადელფია" 40 მოგებითა და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს 14 მარტს, "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ბრუკლინი" 34 გამარჯვებითა და 33 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-8 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას 13 მარტს, "ნიუ იორკ ნიქსის" პირისპირ გამართავს.