ლებრონ ჯეიმსმა ისტორიული შეხვედრა ჩაატარა - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდს" უმასპინძლა და 122:109 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც თავი 50 ქულით, 7 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. ამ შედეგით ლებრონი NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 35 წლის შესრულების შემდეგ მინიმუმ 2 50 ქულიანი შეხვედრა ჩაატარა (ბოლო 7 დღეში 2 50 ქულიანი მატჩი დაუგროვდა).

რაც შეეხებათ სტუმრებს, დედაქალაქელების შემადგენლობიდან კაილ კუზმამ გუნდს 23 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 29 მოგებითა და
37 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას 14 მარტს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ვიზარდსი" 29 გამარჯვებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთში მე-11 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 13 მარტს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" პირისპირ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული