ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბრუკლინ ნეტსმა" თანაქალაქელ "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და 110:107 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან კევინ დურანტმა გუნდს 53 ქულა, 6 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
ანდრე დრამონდმა თავი 18 ქულით (8/8), 10 მოხსნითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
"ნიქსის" მხრიდან ჯულიუს რენდლის ანგარიშზე 26 ქულა, 4 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
ივან ფურნიემ აქტივში 25 ქულა, 2 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
ამრიგად, "ნეტსი" 35 მოგებითა და 33 წაგებით აღმოსავლეთ კოფნერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 16 მარტს, "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ნიუ იორკი" 28 გამარჯვებითა და 40 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-12 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს 17 მარტს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" პირისპირ გამართავს.