მატჩი და რა მატჩი! თაუნსის 60 ქულა და დამარცხებული "სპურსი" [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მინესოტა ტიმბერვულვზი" "სან ანტონიო სპურსს" ესტუმრა და 149:139 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობიდან კარლ ენტონი თაუნსმა ბრწყინვალე შეხვედრა გამართა. სამქულიანების კონკურსის მოქმედმა გამარჯვებულმა 60 ქულა (19/31), 17 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. შეგახსენებთ, ამ სეზონში ყველაზე მეტი ქულა ლებრონ ჯეიმსს და ტრეი იანგს (56) ჰქონდათ ჩაგდებული, დღევანდელი დღის შემდეგ კი უკვე თაუნსი დაწინაურდა.

მშვენიერი მატჩი ჩაატარა პატრიკ ბევერლიმაც, რომელმაც გუნდს 20 ქულა, 4 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

სტუმართა მხრიდან კელდონ
ჯონსონმა აქტივში 34 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

დეჟანდე მარიმ თავი 30 ქულით, 4 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

ამრიგად, "მინესოტას" 40 მოგება და 30 წაგება აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 17 მარტს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"სპურსი" 26 გამარჯვებითა და 43 მარცხით იმავე დასავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 17 მარტს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" პირისპირ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული