ირვინგის 60 ქულა და რეკორდების წვიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბრუკლინ ნეტსი" "ორლანდო მეჯიქს" ესტუმრა და 150:108 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან კაირი ირვინგმა გუნდს 60 ქულა (20/31), 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. ამ შედეგით კაირი ლიგის ისტორიაში შევიდა, როგორც მესამე კალათბურთელი (კობი ბრაიანტისა და კლეი ტომპსონის შემდეგ), რომელმაც პირველ ტაიმში 40 და მეტი ქულა დააგროვა. ამასთან ერთად, ირვინგისა და დურანტის წყვილმა ისტორიული რეკორდი დაამხო, სუპერვარსკვლავებმა ზედიზედ 2 მატჩში ჩააგდეს 50 და მეტი ქულა (გასულ ტურში დურანტმა 53, კაირიმ დღეს 60). ასევე, 1962
წლის შემდეგ პირველად, ორი დღის განმავლობაში ორმა კალათბურთელმა 60-ქულიანი შეხვედრა ჩაატარა (კარლ ენტონი თაუნსმა 60 ქულა ჩააგდო).

კევინ დურანტმა თავი 19 ქულით, 5 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან კოულ ენტონიმ აქტივში 19 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ამრიგად, "ნეტსი" 36 გამარჯვებითა და 33 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 17 მარტს, "დალას მავერიკსთან" გამართავს.

"მეჯიქი" 18 მოგებითა და 52 მარცხით იმავე აღმოსავლეთში ბოლო, მე-15 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 18 მარტს,"დეტროიტ პისტონსის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული