ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბოსტონ სელტიკსი" "ჩიკაგო ბულზს" ესტუმრა და 117:94 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან დემარ დეროუზანმა თავი 16 ქულით, 2 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
"კელტების" შემადგენლობიდან ჯეილინ ბრაუნმა აქტივში 25 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 4-იც ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.
ალ ჰორფორდმა გუნდს 17 ქულა (7/7), 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "ბულზი" 45 მოგებითა და 35 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 9 აპრილს, "შარლოტ ჰორნეტსის" პირისპირ გამართავს.
"სელტიკსი" 50 გამარჯვებითა და 30 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-2 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 8 აპრილს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ "ბოსტონმა" ბოლო 17 შეხვედრიდან 14-ში იმარჯვა.