ნიკოლა იოკიჩმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დენვერ ნაგეტსმა" "მემფის გრიზლის" უმასპინძლა და 122:109 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ნიკოლა იოკიჩმა თავი 35 ქულით, 16 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით, 4 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. 27 წლის კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც როგორც მინიმუმ, ერთი სეზონში მინიმუმ 2000 ქულა, 1000 მოხსნა და 500 შედეგიანი გადაცემა დააფიქსირა (ნიკოლას 2004 ქულა, 1019 მოხსნა და 584 ასისტი აქვს). შეგახსენებთ, სერბი კალათბურთელის დახმარებით "ნაგეტსი" 48 მოგებითა
და 33 წაგებით პლეი-ოფში მე-6 ადგილით გავიდა.

თავის მხრივ, "გრიზლი" 55 გამარჯვებითა და 25 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 პოზიციას იკავებს.

11 აპრილს "დენვერი" უკვე ჩამოწერილ "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" დაუპირისპირდება. იმავე 11 აპრილს "მემფისი" "ბოსტონ სელტიკსს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული