ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის 3 შეხვედრა გაიმართა.
"ნიუ ორლეანს პელიკანსი" "ფინიქს სანსს" ესტუმრა და 125:114 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან დევინ ბუკერმა მოედანზე 25 წუთი გაატარა (ტრავმა მიიღო), რა დროშიც თავი 31 ქულით, 2 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
კრის პოლმა აქტივში 17 ქულა, 1 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
სტუმართა შემადგენლობიდან ბრენდონ ინგრამმა გუნდს 37 ქულა, 11 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.
სიჯეი მაკალუმმა 23 ქულა, 8 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და
1 დაფარება დააგროვა.
ამრიგად, 2 მატჩის შემდეგ ანგარიში 1:1 გახლავთ. სერია ლუიზიანაში გადაინაცვლებს (შეხვედრები 23 და 25 აპრილს გაიმართება).
სხვა მატჩები:
"მაიამი ჰიტი" - "ატლანტა ჰოუქსი" - 115:105
"მემფის გრიზლი" - "მინესოტა ტიმბერვულვზი" - 124:96