მაგარი მატჩი აღმოსავლეთის ფინალში - ბატლერს ვეღარავინ აჩერებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა. "მაიამი ჰიტმა" "ბოსტონ სელტიკსს" უმასპინძლა და 118:107 დაამარცხა.

ფლორიდელების მხრიდან ჯიმი ბატლერმა თავი 41 ქულით (12/19), 9 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 4 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

ტაილერ ჰიროუმ 18 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

"კელტებს" გუნდის ორი საუკეთესო დამცველი, ალ ჰორფორდი და მარკუს სმარტი არ ჰყავდა, რაც გარკვეულწილად თამაშის ხარისხზე აისახა.

ჯეისონ ტეიტუმმა გუნდს 29 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1
დაფარება შესძინა.

ჯეილინ ბრაუნმა აქტივში 24 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ამრიგად, "ჰიტი" სერიაში დაწინაურდა. მეორე შეხვედრა 20 მაისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული