"ბოსტონმა" უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო - "კელტები" სუპერფინალს მიუახლოვდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში "ბოსტონ სელტიკსი" "მაიამი ჰიტს" ესტუმრა, 93:80 დაამარცხა და სერიაში 3:2 დაწინაურდა.

მასპინძელთა მხრიდან ბემ ადებაიომ 18 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

ჯიმი ბატლერმა 13 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

"კელტების" შემადგენლობიდან ჯეილინ ბრაუნმა გუნდს 25 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, თითო ჩაჭრა და დაფარება შესძინა.

ჯეისონ ტეიტუმმა თავი 22 ქულით, 12 მოხსნითა და 9 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ამრიგად, ბოსტონელები სერიაში 3:2 დაწინაურდნენ, 28
მაისს ფლორიდელებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებენ, გამარჯვების შემთხვევაში კი სუპერფინალის საგზურს მოიპოვებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული