უიგინსი საუკეთესო იყო - "გოლდენ სტეიტი" სერიაში დაწინაურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

სუპერფინალური ეტაპის მეხუთე მატჩი სან-ფრანცისკოში ჩატარდა, მასპინძელმა "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ბოსტონ სელტიკსი" 104:94 დაამარცხა და სერიაში 3:2 დაწინაურდა.

"ოქროსშტატელების" მხრიდან ენდრიუ უიგინსმა თავი 26 ქულით, 13 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, ამდენივე ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

კლეი ტომპსონმა 21, ხოლო სტეფ კარიმ 16 ქულა მიითვალა.

სტუმართა შემადგენლობიდან ჯეისონ ტეიტუმმა 27 ქულა, 10 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

მარკუს სმარტის ანგარიშზე 20 ქულა გახლდათ.

როგორც მოგახსენეთ, "უორიორსი" სერიაში 3:2 დაწინაურდა. რიგით მე-6 შეხვედრა
17 ივნისს გაიმართება, "კელტების" გამარჯვების შემთხვევაში კი ნანატრ მე-7, გადამწყვეტ მატჩს მივიღებთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული