"გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პირველ მატჩში "ლეიკერსს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გამთენიისას NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 123:109 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე "ოქროსშტატელებმა" კუთვნილი საჩემპიონო ბეჭდები მიიღეს.

რაც შეეხება შეხვედრას, "უორიორსის" რიგებიდან სტეფ კარიმ 33 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

ენდრიუ უიგინსმა 20 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

გამოსარჩევია ჯორდან პულის თამაშიც, ახალგაზრდა კალათბურთელმა აქტივში 12 ქულა, 2 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.

"ლეიკერსის" შემადგენლობიდან "ლებრონ ჯეიმსმა 31 ქულა,
14 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ენტონი დევისმა გუნდს 27 ქულა, 6 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

რასელ უესტბრუქმა თავი 19 ქულით, 11 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

"გოლდენ სტეიტი" მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს, "დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ლეიკერსი" 21 ოქტომბერს "კლიპერსს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული