"კლიპერსის" ვარსკვლავის ისტორიული საღამო - მსგავსი სტატისტიკა აქამდე არავის ჰქონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლა და 95:93 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან პოლ ჯორჯმა ისტორიული შეხვედრა ჩაატარა, კალიფორნიული გუნდის ვარსკვლავმა თავი 35 ქულით, 9 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 6 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა. პოლი NBA-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც მსგავსი სტატისტიკა დააფიქსირა.

ჯორჯს მხარი ივიცა ზუბაცმა აუბა, რომელმაც გუნდს 16 ქულა, 12 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება შესძინა.

"როკეტსის" შემადგენლობიდან კენიონ მარტინ ჯუნიორმა 23 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1-იც ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

ამრიგად, "კლიპერსი" 3 გამარჯვებითა და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება, "ჰიუსტონი" 1 მოგებითა და 7 წაგებით ამავე კონფერენციაში ბოლო, მე-15 პოზიციას იკავებს.

ეს გუნდები 3 ნოემბერს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.


ეს კი სათამაშო დღის 10 საუკეთესო მომენტია...

მკითხველის კომენტარები / 3 /
საოცრება 35 ქულა, 9 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 6 ჩაჭრა და 2 დაფარება აქამდე ვინმეს როგორ არ უქნია? ოთხმაგი ვიღაცას ხო ექნება გაკეთებული
ნოდო
16:12 01-11-2022
0
10 დაფარება როგორ წარმოგიდგენიათ ?
ნოდოს
19:57 02-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული