ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" მოქმედ ჩემპიონ "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 130:129 დაამარცხა. ეს წაგება კალიფორნიელებისთვის ზედიზედ მე-4 გახლავთ.
მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ჯეილენ საგსი გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულით, 1 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით გამოიჩინა.
პაოლო ბანჩერომ აქტივში 22 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.
"ოქროსშტატელების" შემადგენლობიდან სტეფ კარიმ გუნდს 39 ქულა (8/15 სამქულიანი), 3 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
კლეი ტომპსონმა 27 ქულა (7/15 სამქულიანი), 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
ამრიგად, "ორლანდო" 2 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 პოზიციას იკავებს, 6 ნოემბერს კი "საკრამენტო კინგსს" დაუპირისპირდება.
"გოლდენ სტეიტი" 3 გამარჯვებითა და 6 წაგებით დასავლეთში მე-12 ადგილზეა, 5 ნოემბერს კი "ნიუ ორლეანს პელიკანსს" შეხვდება.