სანდროს 2 ქულა - "მილუოკი" "ატლანტასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და 106:121 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 01:35 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა და 1 ასისტი მიითვალა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 27 ქულით, 8 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

"ჰოუქსის" მხრიდან ტრეი იანგმა 21 ქულა, 3 მოხსნა, 9 შედეგიანი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ სტუმართა გუნდიდან 5-ივე დამწყებმა კალათბურთელმა 15 ქულაზე მეტი ჩააგდო.

ამრიგად, "ბაქსი" 10 გამარჯვებითა და 3 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში
მე-2 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 17 ნოემბერს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ატლანტა" 9 მოგებითა და 5 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-3 პოზიციაზეა, 17 ნოემბერს კი "ბოსტონ სელტიკსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ანაზღაურების რა მოგახსენოთ, ეს სანდროს და ბითაძის გადასაწყვეტია, მაგრამ ქართველი გულშემატკივარისათვის და ნაკრებისათვის ევროპული კალათბურთის ვარსკვლავობა აშკარად ჯობია ნბა-ში სათამაშო წუთების ლოდინს.
თენგაბი
15 ნოემბერი 2022 17:20
0
ახლა ამ უპატივცემულობას არ ჯობია წამოვიდეს და ევროპაში ითამაშოს?
ტტტ
15 ნოემბერი 2022 12:21
0
ვიდეოში დალანდა ვინმემ მამუკელაშვილი?!
ლაშა
15 ნოემბერი 2022 11:22
0
დიდუ, რა ამბავია 2 ქულა?
ლაშა
15 ნოემბერი 2022 10:23
1
წუთ ნახევარში, ზუსტადაც, რომ დიდუა.D
რრრ
15 ნოემბერი 2022 12:20
1

სიახლეები პოპულარული