ერთ-ერთი საუკეთესო გამარჯვების მომტანი ქულა, რაც კი გინახავთ - "ატლანტამ" "ჩიკაგო" ნახევარ წამში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, გამთენიისას, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ატლანტა ჰოუქსმა" "ჩიკაგოს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 123:122 დაამარცხა.

გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო. მეოთხე მეოთხედის მიწურულს "ატლანტა" 110:109 იგებდა, როდესაც "ჩიკაგოს" მოთამაშე დერიკ ჯონს ჯუნიორმა 2 საჯარიმო სროლის უფლება მიიღო, ამერიკელმა 2-დან 1 ტყორცნა გამოიყენა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.

ოვერტაიმი კვლავ მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე "ატლანტა" 121:119 იგებდა, თუმცა "ხარების" მსროლელზე, დემარ დეროუზანზე, ბოგდან ბოგდანოვიჩი დაჯარიმდა, დემარმა 3-დან სამივე საჯარიმო გამოიყენა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

"ჰოუქსმა" 0.5
წამში შეუძლებელი შეძლო და ჯეილენ ჯონსონის ბრწყინვალე გადაცემა ეიჯეი გრიფინმა 2 ქულად აქცია.

"ატლანტას" მხრიდან გამორჩეული მატჩი ჩაატარა ბოგდან ბოგდანოვიჩმა. სერბმა 28 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი მიითვალა.

სტუმართა მხრიდან დემარ დეროუზანმა თავი 34 ქულით, 13 მოხსნითა და 8 ასისტით გამოიჩინა.

ამგვარად, "ატლანტა" ამ გამარჯვებით 14 მოგება და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. ნეით მაკმილანის გუნდი მომდევნო მატჩს ხვალ, "მემფისის" წინააღმდეგ გამართავს.

"ჩიკაგო" 11 გამარჯვებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 პოზიციაზეა, ბილი დონოვანის გუნდი რეგულარულის მომდევნო შეხვედრას "ორლანდოს" წინააღმდეგ 15 დეკემბერს გამართავს.

altდევისისა და ლებრონის კომბინირებული 69 ქულა და გამარჯვება "დეტროიტთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული