საოცარი ლუკა დონჩიჩი - 60 ქულა, 21 მოხსნა, 10 შედეგიანი პასი და შოუ "ნიუ იორკის" წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დალას მავერიქსმა" "ნიუ-იორკ ნიქსს" უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში 126:121 დაამარცხა. გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო.

შეხვედრის დასრულებამდე 45 წუთით ადრე სტუმრები 9-ქულიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა ტეხასელთა ლიდერმა თამაში საკუთარ თავზე აიღო და რამდენიმე რთული ბურთი ჩააგდო. ანგარიში "ნიქსის" სასარგებლოდ 112:108 იყო, როდესაც ლუკა დონჩიჩმა ფარიდან ასხლეტილი ბურთის მოხსნა ყველას დაასწრო და კალათში მოათავსა. სლოვენიელზე იმანუელ ქვიკლი დაჯარიმდა. ლუკამ საჯარიმო სროლა განზრახ გააფუჭა, რათა მის გუნდს 2-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოესწრო, მოხსნაზეც თავად ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა.

დონჩიჩის
ზღაპრული მატჩი ოვერტაიმშიც გაგრძელდა და "დალასმა" რეგულარულ სეზონში მე-19 გამარჯვება მოიპოვა.

ლუკამ 60 ქულით, 21 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით სამმაგი დუბლი შეასრულა.

სტუმართა მხრიდან 33 ქულით, 6 მოხსნით, 4 ასისტით კვენტინ გრაიმსი გამოირჩა.

"მავერიქსი" რეგულარულის მორიგ შეხვედრას 30 დეკემბერს "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნიუ იორკ ნიქსი" 18 მოგებითა და 17 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. ტომ ტიბოდოს გუნდი 30 დეკემბერს "სან ანტონიო სპურსს" დაუპირისპირდება.

altლუკა დონჩიჩის ბენეფისი ევრობასკეტზე - 47 ქულა და საფრანგეთის მარცხი [VIDEO]

altNBA. შესანიშნავი ლუკა დონჩიჩი - სამმაგი დუბლებით "მეფეს" გადაასწრო [VIDEO]