NBA. შესანიშნავი ლუკა დონჩიჩი - სამმაგი დუბლებით "მეფეს" გადაასწრო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 27 თებერვლის გამთენიისას, NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში "დალას მავერიქსმა" გასვლაზე "სან ანტონიო" ანგარიშით 109:103 დაამარცხა, ტექსასელების გამთამაშებელმა ლუკა დონჩიჩმა კი სამმაგი დუბლი შეასრულა.

ლუკამ აღნიშნულ შეხვედრაში პარკეტზე 37 წუთი გაატარა. ამ დროში 26 ქულა ჩააგდო, 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ფარიდან ბურთი 10-ჯერ მოხსნა. 20 წლის სლოვენიელისთვის ეს სეზონში მე-13 სამმაგი დუბლი იყო და ამ მაჩვენებლით ლებრონ ჯეიმსს გადაასწრო, "მეფეს" 12 სამმაგი აქვს.

კიდევ ერთი მიღწევა ლუკამ კლუბის ისტორიაში დააფიქსირა. არასრულ 2 სეზონში დაგროვებული 21 სამმაგი დუბლით ის კლუბის
ისტორიაში პირველ ადგილზე მყოფ ჯეისონ კიდს გაუთანაბრდა. თუ კიდს 21 სამმაგი დუბლის საჩვენებლად 500+ თამაში დასჭირდა, დონჩიჩს ამისთვის 119 შეხვედრა ეყო.


სხვა შეხვედრები

კლივლენდი - ფილადელფია 108:94
ვაშინგტონი - ბრუკლინი 110:106
შარლოტი - ნიუ იორკი 107:101
ატლანტა - ორლანდო 120:130
მაიამი - მინესოტა 126:129
ჰიუსტონი - მემფისი 140:112
ფინიქსი - კლიპერსი 92:102
იუტა - ბოსტონი 103:114



მკითხველის კომენტარები / 2 /
ემ მგონი კალათბურთის დარბაზში გააკეთეს მშობლებმა
ნბა
17:17 27-02-2020
0
ეს ბიჭი ფენომენია
საბა
15:04 27-02-2020
0

სიახლეები პოპულარული