ლუკა დონჩიჩის ბენეფისი ევრობასკეტზე - 47 ქულა და საფრანგეთის მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს სლოვენიის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და 88:82 დაამარცხა.

გამარჯვებულთაგან შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა, "დალას მავერიკსის" ლიდერმა 47 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

ევრობასკეტის ისტორიაში ერთ მატჩში მასზე მეტი ქულის მოპოვება მხოლოდ ედი ტერასმა შეძლო. ბელგიელმა კალათბურთელმა 1957 წელს ალბანეთის წინააღმდეგ 63 ქულის მოპოვება მოახერხა.

სლოვენია პლეი-ოფში ბელგიას 10 სექტემბერს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩვენი ჯინჭო ამას გააქრობდა პარკეტიდან. Dდდდდდდდდდდდ
ტტტ
18:12 08-09-2022
1
მოგებაზე ხო არაა საქმე ამასთან შეხვედრა რამხელა გამოცდილებაა.
რრრ
18:11 08-09-2022
1

სიახლეები პოპულარული