ლებრონ ჯეიმსის ისტორიული მატჩი და მარცხი "კლიპერსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" თანაქალაქელ "კლიპერსს" უმასპინძლა და 115:133 დამარცხდა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსმა ისტორიული შეხვედრა ჩაატარა, "ლეიკერსის" ლიდერმა 46 ქულა (9/14 სამქულიანი), 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, რის შემდეგაც ისტორიაში ერთადერთი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ყველა გუნდის წინააღმდეგ მინიმუმ 40 ქულა დააგროვა.

ლებრონს მხარი რასელ უესტბრუქმა აუბა, რომელმაც თავი 17 ქულით (4/13), 1 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

სტუმართა მხრი
დან პოლ ჯორჯმა 27 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

კავაი ლეონარდმა გუნდს 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 22 მოგებითა და 26 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 26 იანვარს, "სან ანტონიო სპურსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"კლიპერსი" 26 გამარჯვებითა და 24 მარცხით დასავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, 27 იანვარს კი იმავე "სან ანტონიო სპურსს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული