ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსმა" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" უმასპინძლა და 135:110 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 2:40 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 2 ქულით (1/1) გამოიჩინა.
იანის ანტეტოკუნმპომ 50 ქულა (20/26), 13 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
სტუმართა მხრიდან ხოსე ალვარადომ 18 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ამრიგად, "მილუოკი" 33 გამარჯვებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 1-ელ თებერვალს, "შარლოტ ჰორნეტსთან" გამართავს.
"პელიკანსი" 26 მოგებითა და 25 წაგებით დასავლეთში მე-8 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 1-ელ თებერვალს კი "დენვერ ნაგეტსს" შეხვდება.