გოგას არ უთამაშია, "ორლანდომ" "პელიკანსი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქი" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" ესტუმრა და 101:93 დაამარცხა. 

სტუმრების შემადგენლობიდან გოგა ბითაძე მოედანზე არ გამოჩენილა. 

საუკეთესო პაოლო ბანჩერო გახდა,  რომელმაც თავი 29 ქულით, 8 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. 

მასპინძელთა მხრიდან ბრენდონ ინგრამმა გუნდს 25 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა. 

"მეჯიქი" 26 მოგებითა და 36 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 2 მარტს, "მილუოკი ბაქსთან" გამართავს. 

"პელიკანსი" 30 გამარჯვებითა და 32 მარცხით დასავლეთში მე-10 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი
იმავე 2 მარტს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსთან" ჩაატარებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
გადმოდი გოგა ევროპაში!!!!
David
12:14 28-02-2023
6
არ მესმის ორლანდოში რა უნდოდა მეოთხე ცენტრად. სხვა ვარიანტებიც ქონდა ცოტა რომ მოეცადა დალაში ან სხვა გუნდში იქნებოდა და ითამაშებდა.
ლომი
15:58 28-02-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული