"ვისურვებდი, რომ დღევანდელ დღეს კობი და ჯიჯიც აქ ყოფილიყვნენ. ამ მაისურის ტარება ჩემთვის დიდი პატივი იყო. ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ეს დღე დადგებოდა, ძალიან ამაყი ვარ. "ლეიკერსისთვის" ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო", - განაცხადა გასოლმა. აღსანიშნავია, რომ ცერემონიალს კობი ბრაიანტის მეუღლე ვანესა ბრაიანტი, კლუბის მფლობელი ჯინი ბასი, სპორტული დირექტორი რობ პელინკა, ასევე, პაუს ძმა, ვეტერანი კალათბურთელი მარკ გასოლი დაესწრნენ.
რაც შეეხება მატჩს, ლებრონ ჯეიმსის არყოფნაში, გუნდს კვლავ ენტონი დევისმა ულიდერა, რომელმაც 35:32 წუთში 30 ქულა, 22 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 2 ბლოკი მიითვალა.
"მემფისის" რიგებიდან საუკეთესო ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი გახლდათ. ცენტრმა გუნდს 26 ქულა და 8 მოხსნა შესძინა.
ამრიგად, "ლეიკერსი" 32 მოგებითა და 34 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. დარვინ ჰემის გუნდი მომდევნო მატჩს 11 მარტს "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ გამართავს.
"მემფისი" 38 გამარჯვებითა და 22 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა. "გრიზლსი" 10 მარტს "გოლდენ სტეიტს" დაუპირისპირდება.
ლებრონ ჯეიმსის გარეშე დარჩენილი "ლეიკერსი" "მემფისთან" დამარცხდა [VIDEO]