"ნიქსმა" "კავალიერსი" დაამარცხა და 3:1 დაწინაურდა

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ნიუ იორკ ნიქსმა" აღმოსავლეთ სერიაში "კლივლენდ კავალიერსს" მე-4 მატჩში უმასპინძლა და 102:93 დაამარცხა, რითაც აღნიშნულ დაპირისპირებაში 3:1 დაწინაურდა.

მასპიძელთა მხრიდან ჯეილინ ბრანსონმა თავი 29 ქულით, 6 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1-იც დაფარებით გამოიჩინა.

ჯეილინს მხარი არჯეი ბარეტმა აუბა, რომელმაც 26 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

სტუმართა შემადგენლობიდან დარიუს გარლანდმა გუნდს 23 ქულა, 2 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

კარის ლევერტმა და ჯერეტ ალენმა თანაბარი 14-14 ქულა ჩააგდეს.

როგორც
უკვე გითხარით, "ნიქსი" სერიაში 3:1-ს იგებს, მე-5 გადამწყვეტი მატჩი კი 27 აპრილს გაიმართება.

სათამაშო დღის შეხვედრები:

"გოლდენ სტეიტი" - "საკრამენტო კინგსი" - 23:30 საათი (სერიაში ანგარიში 1:2)

"ატლანტა ჰაუქსი" - "ბოსტონ სელტიკსი" - 03:00 საათი (სერიაში ანგარიში 1:2)

"მინესოტა ტიმბერვულვზი" - "დენვერ ნაგეტსი" - 05:30 (სერიაში ანგარიში 0:3)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული